გულის დახურული ტრავმა, გულის დახურული ტრავმა – კლინიკური სურათი, პერიკარდიუმის დაზანება, მიოკარდიუმის ტრავმული გაგლეჯა (კარდიორექსისი), გულისშერყევა, დაჟეჟილობა, გულშიდა სტრუქტურების, მაგისტრალური სისხლძარღვებისა და კორონარული არტერიების  დაზიანება, გულის ღია ჭრილობები, გულის სხვადასხვა ტრავმები – დიაგნოსტიკა, გულის სხვადასხვა ტრავმები – მკურნალობა >>>
გულის დაზიანებები შეიძლება განვითარდეს როგორც დახურული ტრავმის, ისე მასში შემავალი ჭრილობების დროს.  უფრო ხშირია გულის ღია, დანით ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ასევე ცალკე გამოყოფენ გულის ელექტრული დენით დაზიანებას.

გულის დახურული ტრავმა
გულის დახურული ტრავმები ყველაზე ხშირად აღინიშნება ავარიის, სიმაღლიდან ვარდნის, ბლაგვი საგნით დარტყმისას, გულის არაპირდაპირი მასაჟის დროს.
გულის დახურული ტრავმა
გულის დახურული დაზიანების დროს ვითარდება:
  • პერიკარდიუმის  დაზიანება, გასკდომა
  • მიოკარდიუმის ტრავმული  გაგლეჯა (კარდიორექსისი)
  • გულის შერყევა, დაჟეჟილობა
  • გულშიდა სტრუქტურების (კი სარქვლების, დვრილისებრი კუნთებისა და მყესოვანი ქორდების)  დაზიანება მწვავე სარქვლოვანი უკმარისობის განვითარებით
  • კორონარული არტერიების დაზიანება
  • მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანება.
გულის დახურული ტრავმა – კლინიკური სურათი
გულის დახურული ტრავმის დროსკლინიკური სურათი ყველაზე ხშირად განპირობებულია გულის  ტამპონადისგანვითარებით,  რომლის დროსაც პერიკარდიუმის ღრუში სისხლის დაგროვების გამო ხდება ზეწოლა გულის კამერებზე და მცირდება დარტყმითი და წუთმოცულობა, დამახასიათებელიაარტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია. კლინიკურად ვლინდება კისრის ზედაპირული ვენების გაფართოება, კანისა და ლორწოვანი გარსების ციანოზიქოშინი,  ასევე აღინიშნება  გულის ტონების მოყრუება, გულის ჩრდილების გაფართოება რენტგენოგრამაზეეკგ-ზე კბილების დაბალი ამპლიტუდა და ალტერნაციაგულის დახურული დაზიანებისას  იშვიათად აქვს ადგილი გულის სარქვლების დაზიანებას, რაც ასევე განაპირობებს არტერიული ჰიპოტენზიასა და გულის უკმარისობასპერიკარდიუმის დაზიანებისას ვლინდება  გულმკერდის არეში პლევრული ხასიათის ტკივილი, ეკგ-ზე კი პერიკარდიტისათვისდამახასიათებელი ტიპიური ნიშნები. ზოგ შემთხვევაში ტრავმიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ ვითარდება კონსტრუქციული პერიკარდიტი.
მიოკარდიუმის ტრავმული გასკდომა (კარდიორექსისი)  შესაძლოა განვითარდეს  ძლიერი დარტყმის, ავარიის დროს მკვეთრი დამუხრუჭებისას მკერდის ძვალსა და  ხერხემალს შორისგულის კომპრესიის შედეგად. უმეტეს შემთხვევებში ზიანდება წინაგულები, შედარებით იშვიათად კი პარკუჭები და გულშიდა სტრუქტურები. მკურნალობა ოპერაციულია, გულისტამპონადის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დაუყონებლივ პერიკარდიოცენტეზი .
გულის დახურული ტრავმისას შეიძლება აღინიშნებოდეს გულის დაჟეჟილობა და შერყევა.გულის დაჟეჟილობის დროს იზრდება არითმიის განვითარებისა და უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი.  გულის შერყევის დროს მიმდინარეობს კორონარული არტერიებისსპაზმი  მიოკარდიუმის შემდგომი იშემიის განვითარებით. პაციენტები უჩივიან ტკივილს მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით მარცხენა მხარსა და ბეჭში, ქოშინს, საერთო სისუსტეს.  სიმპტომები ვითარდება დაუყონებლივ ტრავმის შემდგომ პერიოდში ან მოკლე დროის გასვლის შემდეგ და როგორც წესი სწრაფად გაივლის, თუმცა შესაძლებელია განვითარდესგულის რითმის დარღვევები: ექსტრასისტოლური არითმია, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ბრადიკარდია, ასევე წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარებლობის სხვადასხვა დარღვევები. გულის სრული ბლოკადის განვითარებითაც კი.  პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები ვლინდება ვენოზური წნევისა მატებითა და არტერიული წნევის დაქვეითებით.
გულშიდა სტრუქტურების, კერძოდ კი სარქვლების, დვრილისებრი კუნთებისა და მყესოვანი ქორდების დაზიანება იწვევს მწვავე სარქვლოვან უკმარისობას, რაზეც ეჭვის მიტანა ხდებააუსკულტაციურად სისტოლური შუილის გაჩენისას, არტერიული ჰიპოტენზიასა და ფილტვის ელვისებურად განვითარებული შეშუპების განვითარებისას. გულის მზარდი უკმარისობაშესაძლოა გახდეს დაზარალებულთა სიკვდილის მიზეზი.
გულის დახურული ტრავმისას ასევე შესაძლებელია დაზიანდეს კორონარული არტერიები, განვითარდეს თრომბოზი ან კორონარული არტერიების ინტიმის განშრევება, ერთიც და მეორეც განაპირობებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი განვითარებას, მისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მიოკარდიუმისინფარქტის გართულებების განვითარებაც, მათ შორის მარცხენა პარკუჭის ჭეშმარიტი და ცრუანევრიზმებით, იშემიური მიტრალური უკმარისობა და პარკუჭთაშუა ძგიდის გასკდომა. იშვიათ შემთხვევაში ფორმირდება ფისტულა კორონარულ არტერიასა და კორონარულ სინუსს, გულის ვენებს, მარჯვენა წინაგულსა ან მარჯვენა პარკუჭს  შორის.
გარდა კორონარული არტერიებისა, გულის დახურული ტრავმისას შესაძლოა დაზიანდეს მაგისტრალური სისხლძარღვები. ავარიის ან სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში, ხშირიააორტის   გასკდომა, რაც უმეტეს შემთხვევაში მაშინვე სრულდება ლეტალურად, თუმცა 10-20%-ში სისხლდენა შემოისაზღვრება პლევრით ან ჩამოყალიბებული  ჰემატომით  და სათანადო მკურნალობის ჩატარებისას არსებობს გადარჩენის შანსი. კლინიკურად ხასიათდება ძლიერი ტკივილით ზურგში, აღინიშნება არტერიული ჰიპოტენზია.
გულის ღია ჭრილობები
გულის გამჭოლი  ტრავმები  ჩვეულებრივ დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების დროს აღინიშნება, თუმცა ასევე შესაძლებელია განვითარდეს გულმკერდის დახურული ტრავმის დროს ნეკნების მოტეხილი ფრაგმენტით დაზიანებისას,  ენდოკარდიალური სტიმულაციისას ან გულის მარჯვენა ნაწილების კათეტერიზაციის დროს.გულის ღია დაზიანებები ხშირად შერწყმულია სხვა ორგანოების დაზიანებებთან.ფილტვებისა და პლევრის დაზიანებას თან ახლავს ჰემოპნევმოთორაქსის განვითარება.
გულის ტამპონაადა
ისევე, როგორც გულის დახურულიტრავმების დროს კლინიკური სურათიდამოკიდებულია პერიკარდიუმისმთლიანობის დარღვევაზე და  განპირობებულია გულისტამპონადითა და მძიმე სისხლდენით. დანით მიყენებული ჭრილობები ჩვეულებრივ  მცირე ზომისაა და შესაძლებელია სისხლდენა თვითონ შეწყდეს, განსაკუთრებით სქელკედლიანი მარცხენა პარკუჭის დაზიანებისას, მარჯვენა პარკუჭისა და წინაგულების დაზიანებისას კი ჩვეულებრივ ვითარდება ჰემოპერიკარდიუმი. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა იწვევს ქსოვილების უფრო ფართო დაზიანებას და ძლიერ სისხლდენას. ისევე, როგორც დახურული ტრავმის დროს შესაძლებელია მიოკარდიუმისგულისსარქვლების, კორონარული არტერიებისა და აორტის  დაზიანება.გულის ღია ჭრილობებისას პროგნოზი დამოკიდებულია ჰემოდინამიკურ მდგომარეობაზე, სისხლის დანაკარგის მოცულობაზე დაგულის ტამპონადის განვითარების სიჩქარეზე.
გულის სხვადასხვა ტრავმები – დიაგნოსტიკა
გულის ტრავმული დაზიანებისას პირველ რიგში უნდა მოხდეს სასუნთქი გზების გამავლობის, დამოუკიდებელი სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შემოწმება. ფიზიკალური გამოკვლევისას ყურადღება ექცევა გულის შეკუმშვის სიხშირეს, არტერიული წნევას, კისრის ვენების მდგომარეობას, პარადოქსული პულსის არსებობას, გულის ტონებსა და შუილები. აუცილებელი კვლევებს მიეკუთვნება ეკგ  და გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა. არასტაბილური  ჰემოდინამიკისგულის უკმარისობის ნიშნების გამოვლენისას, ეკგ-ზეიშემიის ან პერიკარდიტის ნიშნების არსებობისას, რენტგენოგრამაზე გულის ჩრდილების გადიდებისას მიმართავენ ტრანსთორაკალურ ან ტრანსეზოფაგალურ ექოკარდიოგრაფიას. ამასთან უნდა გამოირიცხოს  გულის ტამპონადააორტისა და გულის სარქვლების დაზიანება, მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქციის დარღვევები. კორონარულ არტერიების დაზიანებაზე ეჭვის მიტანისას მიმართავენ კორონაროგრაფიასაორტის  დაზიანების დიაგნოსტირების მიზნით კი ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა (აორტის რკალი გადასწორებულია, საყლაპავი გადანაცვლებულია მარჯვნივ), თუმცა ნორმალური რენტგენის სურათი არ გამორიცხავს აორტის  დაზიანებას. აორტის  დაზიანების გამოვლენა შესაძლებელია კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით, თუმცა  უტყუარი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას იძლევა აორტოგრაფია.  აორტის  ტრავმულიდაზიანებისას მკურნალობა ოპერაციულია.
გულის სხვადასხვა ტრავმები -  მკურნალობა
გულის ტრავმული  დაზიანებისას მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაზიანების ხასიათზე.  გულის დაბეჟილობისა და შერყევის დროს მკურნალობის მიზანია ტკივილის კუპირება, გულის რითმის დარღვევების კორექცია, ჰემოდინამიკის აღდგენა. გულისტამპონადის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო პერიკარდიოცენტეზი. მკურნალობა ოპერაციულია მიოკარდიუმისა და პერიკარდიუმის გაგლეჯისას, კორონარული არტერიების დაზიანებისას და აორტის  გასკდომისას. გულშიდა სტრუქტურების დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია რეკონსტრუქციული ოპერაციების ჩატარება ხელოვნური სისხლის მიმოქცევისგამოყენებით.