თირკმლის დისტოპია

თირკმლის დისტოპია  თირკმლის მდებარეობის თანდაყოლილი ცვლილებაა,  რაც ვითარდება ემბრიონალურ პერიოდში, როდესაც ნორმაში ხდება თირკმლის მენჯის ღრუდან წელის მიდამოში გადაადგილება და საკუთარი ღერძის გარშემო შემოტრიალება. აღნიშნული პროცესის შეფერხებისას ადგილი აქვს თირკმლის, უფრო ხშირად კი  მარცხენა  თირკმლისდისტოპიას.  განასხვავებენ მენჯისმიერ, წელისა და თეძოსმიერ დისტოპიასთირკმლისდისტოპია ხელს უწყობს შემდგომში   შარდის ქრონიკული სტაზის, ჰიდრონეფროზის,  ქრონიკული პიელონეფრიტისა და შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას.