დიაბეტური ტერფი

დიაბეტური ტერფი 1



დიაბეტური ტერფის სინდრომი   შაქრიანი დიაბეტისერთერთი ყველაზე მძიმე გვიანი გართულებაა და  წარმოადგენს ტერფის ანატომიურ-ფუნქციონალური ცვლილებებს, რაც ვითარდება დიაბეტური ნეიროპათიის,ანგიოპათიისოსტეოართროპათიიის ფონზე.დიაბეტური ტერფის სინდრომის დროს   ვითარდებაწყლულოვანი, ჩირქოვან-ნეკროზული პროცესები,განგრენა, რაც კიდურის ამპუტაციის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.  
განასხვავებენ დიაბეტური ტერფის ნეიროპათიურ, ნეიროიშემიურ და შერეულ ფორმას. პირველ შემთხვევაში დიაბეტური ტერფის განვითარების მიზეზი პოლინეიროპათია, მეორე შემთხვევაში კი დიაბეტური ანგიოპათიაა. ასევე გამოყოფენ ოსტეოართრიტული ფორმას, რომლის  დროსაც აღინიშნება ძვლოვანი ქსოვილის დაზიანება, რაც ოსტეოპოროზისტიპიური ფორმებისაგან განსხვავებით ლოკალური ხასიათისაა. ოსტეოართროპათიასგანაპირობებს ქვემო კიდურების ინერვაციის მოშლა.

დიაბეტური ტერფი – კლინიკური სურათი
დიაბეტური ტერფის დროს კლინიკური სურათი დამოკიდებულია მის სახეზე. ნეიროპათიური ფორმის დროს წარმოიქმნება უმტკივნეულო, სწორი კიდეების მქონე წყლული, რომელიც ძირითადად განლაგებულია ტერფის ძირზე, დაქვეითებულია ზედაპირული და ვიბრაციული მგრძნობელობა. გაძლიერებული სისხლის მიმოქცევის გამო (არტერიოვენური შუნტები) აღინიშნება ნორმალური პულსაცია, გამოხატულიაჰიპერემია, კანი მშრალი და თბილია, კანის ზედაპირზე კარგად ჩანს დაბერილი ვენები, აღინიშნება ძვლების დეფორმაცია და ტერფის ზედაპირზე კოჟრები. ნეიროიშემიური ფორმის დროს კი წყლულიარასწორი კიდეების მქონეა, ჩვეულებრივ განლაგებულია თითებზე, აღინიშნება მტკივნეულობა, მგრძნობელობის სხვადასხვა დარღვევები, სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო ტერფი ცივი, ფერმკრთალი და ციანოზურიადიაბეტური ტერფის დროს არანამკურნალებ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს განგრენა.
დიაბეტური ტერფის მკურნალობა
დიაბეტური ტერფის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს კონსერვატიულ და ოპერაციულ მეთოდებს.
დიაბეტური ტერფის კონსერვატიული თერაპია შედგება ბაზისური და დამატებითი ღონისძიებებისაგან. ბაზისური მკურნალობა მოიცავს:
  • ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზაცია – ტერფის წყლულოვანი დაზიანებისას ავადმყოფთა დიდ ნაწილში აღინიშნება ჰიპერგლიკემია, შეხორცებისათვის ერთერთ მნიშვნელოვან პირობას კი სწორედ გლუკოზის დონის ნორმალიზაცია წარმოადგენს.
  • არტერიული წნევის კონტროლი, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებადიაბეტური ნეფროპათიის ფონზე განვითარებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს.
  • ტერფის მოვლის წესების დაცვა
  • ნეიროპათიური წყლულის დროს, ჩირქოვან-ნეკროზული დაზიანებისას  აუცილებელია დატვირთვის შეზღუდვა, რაც ამცირებს ანთებასა და შეშუპებას, ხელს უწყობს ქსოვილებში აღდგენით პროცესებსა და წყლულის შეხორცებას. ნეიროიშემიური ფორმის დროს კი ნაჩვენებია დოზირებული სამკურნალო დატვირთვა.
დამატებითი სამკურნალო ღონისძიებებია:
კიდურის მძიმე დაზიანებისას, რომლის ლიკვიდაციაც არ ხდება ზემოთ აღნიშნული მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებით, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.დიაბეტური ტერფის მკურნალობის ქირურგიული მკურნალობა მოიცავს აბსცესებისა და ფლეგმონის გახსნას, ნეკრექტომიას. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ტერფის არტერიულისისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით – ანგიოპლასტიკა და ქვემო კიდურების არტერიების სტენტირება, აუტოვენოზური შუნტირება, ენდარტერექტომია, მძიმე შემთხვევებში –  ეკონომიური რეზექცია, აუტოდერმოპლასტიკა და კიდურის ამპუტაცია.