გულის ელექტრული დაზიანება – პათოგენეზი
გულის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცვლადი, ისე მუდმივი დენის ზემოქმედებამ.
ცვლადი დენის ზემოქმედება განაპირობებს უჯრედების დეპოლარიზაციას, იწვევს აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას ნერვ-კუნთოვან სინაფსებში და ტეტანურ კუნთოვან სპაზმს, რაც ახანგრძლივებს დენთან კონტაქტის პერიოდს, რადგან მომხრელი კუნთები უფრო ძლიერია გამშლელებთან შედარებით. გულის მხრივ ცვლადი დენი იწვევს სისხლძარღვების ტეტანურ სპაზმს და შესაბამისი უბნების იშემიას, გარდა ამისა განაპირობებს გულისქსოვილებზე პირდაპირ ზემოქმედებასა და ნეკროზს. ხშირად ვითარდება გამტარებლობის დარღვევები, რადგან გულის გამტარი სისტემა  მეტად მგრძნობიარეა ცვლადიდ ენის მიმართ. დაბალი სიხშირის ელექტრული დენი იწვევს პარკუჭების ფიბრილაციას.
მუდმივი ელექტრული დენი  (მაგალითად მეხის დაცემის დროს) იწვევს პარკუჭების ფიბრილაციას ან მარცხენა პარკუჭის დეპოლარიზაციას და ასისტოლიას. ზოგჯერ გულისავტომატიზმი დამოუკიდებლად აღდგება ასისტოლიის შემდეგ, თუმცა თანხმლები აპნოეშესაძლოა გახდეს გულის უკვე ჰიპოქსიური გაჩერების მიზეზი. სხეულში ელექტრული დენის გატარების გზა მნიშვნელოვანია დაზიანების სიმძიმის განაზღვრისათვის. ტრანსთორაკალური გატარებისას (ხელებში) ხშირია სუნთქვისა და გულის მოქმედების შეწყვეტა, ნაკლებად საშიშია ვერტიკალური ზემოქმედება.
გულის ელექტრული დენით დაზიანება – კლინიკური სურათი
გულზე ელექტრული დენის ზემოქმედების შედეგად შესაძლოა განვითარდეს პარკუჭების ფიბრილაცია და ასისტოლია, გამტარებლობის დარღვევები, ტრანზიტორული იშემია დამიოკარდიუმის ინფარქტი.
გულის ელექტრული დენით დაზიანება – დიაგნოსტიკა
გულის ელექტრული დენით დაზიანებისას ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება  ST სეგმენტის ტიპიური ელევაციები, შემდგომი პათოლოგიური Q   კბილის გამოვლინებით, ასევე Q-T  ინტერვალის გახანგრძლივება, როგორც დენის მიოკარდიუმზე პირდაპირი ზემოქმედების ისე ცნს-ის დაზიანების შედეგად არაპირდაპირი ზემოქმედების შედეგად.მიოკარდიუმის დაზიანების სიმძიმის შესაფასებლად საჭიროა სისხლში კარდიული ენზიმების აქტივობის განსაზღვრა.
გულის ელექტრული დენით დაზიანება – მკურნალობა
გულის ელექტრული დენით დაზიანებისას უმეტეს შემთხვევაში საჭირო ხდება რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, რის შემდეგაც აუცილებელიაელექტროკარდიოგრამისა და არტერიული წნევის მონიტორინგი, რადგანაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ტაქიკარდიაარითმია და არტერიული ჰიპერტენზია კატექოლამინებისსიჭარბის გამო. ასეთ დროს დგება β – ადრენობლოკატორების  გამოყენების საჭიროება.მიოკარდიუმის ინფარქტისა და მისი გართულებების მკურნალობა ხდება იშემიური ინფარქტის მკურნალობის ანალოგიურად.
ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები რამდენიმე კვირა გრძელდება, პაციენტთა უმეტესობაში ხდება მარცხენა პარკუჭის ფუნქციის აღდგენა. თუ ელექტრული დენის ზემოქმედების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ეკგ-ზე პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება, მონიტორინგი აუცილებლობას არ წარმოადგენს.