ხერხემლის რენტგენოგრაფია
ხერხემლის რენტგენოგრაფიის ჩვენებები:
- ტკივილი ზურგში ან კიდურებში
- ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი
- კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა, სისუსტე
- სკოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი
- მოტეხილობები, ამოვარდნილობები
- სიმსივნური პროცესები
- ინფექციური დაავადებები (ხერხემლის ტუბერკულოზი)
- თანდაყოლილი კისერმრუდობა
- ართრიტი და მეტაბოლური სინდრომი
- პროცედურა აუცილებელია ხერხემალზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ
ხერხემლის რენტგენოგრაფიისას შესაძლებელია გამოვლინდეს სპონდილოლისთეზი (მალის წანაცვლება), მოტეხილობა, მალის ამოვარდნილობა, მალების კომპრესია,კიფოზი, სკოლიოზი, ლორდოზი. ხერხემლის რენტგენოგრაფია ასევე გამოიყენება სხვა დაავადებების დასადასტურებლად, როგორიცაა მაგალითად განვითარების მანკები– კისერმრუდობა, ხერხემლის საკრალიზაცია ან ლუმბალიზაცია, ხერხემლის ნახევრის განუვითარებლობა, კლიპელ – ფეილის სინდრომი; დეგენერაციული ცვლილებები –ოსტეოფიტები, ოსტეოართრიტი, მალთაშუა დისკებს შორის მანძილის შემცირება;ხერხემლის ტუბერკულოზი ან პოტის დაავადება; კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები; სისტემური დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, შარკოს დაავადება,მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეოპოროზი, პეჯეტის დაავადება, თუმცა ასეთ შემთხვევებში აგებულების ანატომიური თავისებურებებისა და მალთაშუა სივრცეების თავისებურებების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ანამნეზისა და კლინიკური სურათისგათვალისწინებით. რენტგენოგრაფიის შედეგების მიხედვით საბოლოო დიაგნოზის დასმისათვის ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, მათ შორისმიელოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია.
შესაძლებელია ასევე ხერხემლის ფუნქციური რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.ხერხემლის სვეტის შეფასება ხდება მოძრაობისას, პაციენტი ასრულებს ექიმის მითითებით ვარჯიშებს.
დიდი სიფრთხილეა საჭირო ხერხემლის ტრავმული დაზიანების დროს გამოკვლევისას, განსაკუთრებით კისრის მიდამოს დაზიანებისას. მოცემულ შემთხვევაშირენტგენოგრაფია უნდა შესრულდეს ავადმყოფის საკაცეზე წოლისას., რადგანაც პაციენტის გადაადგილებამ შესაძლებელია გამოიწვოს ან გააღრმავოს ზურგის ტვინისდაზიანება.
ხერხემლის რენტგენოგრაფიას გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები, მათ შორისორსულობა, განსაკუთრებით პირველ სემესტრში, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი აღემატება ნაყოფის გართულებების რისკს. ასევე ბარიუმით გამოკვლევის ჩატარების შემთხვევაში ხერხემლის რენტგენოგრაფია უნდა ჩატარდეს კვლევიდან მინიმუმ ოთხი დღის შემდეგ.
განსაკუთრებითი მომზადება ხერხემლის რენტგენოგრაფიას არ სჭირდება, გარდა წელის მიდამოს გამოკვლევისა. ამ შემთხვევაში ინიშნება დიეტა – ხდება აირების წარმომქმნელი პროდუქტების ამოღება და ფერმენტული პრეპარატების მიღება, გამოკვლევის წინა დღეს კი აუცილებელია საკვებისაგან თავის შეკავება და გამწმენდი ოყნის გაკეთება.