გულის ელექტრული დენით დაზიანება
გულის ელექტრული დაზიანება – პათოგენეზი
გულის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცვლადი, ისე მუდმივი დენის ზემოქმედებამ.
ცვლადი დენის ზემოქმედება განაპირობებს უჯრედების დეპოლარიზაციას, იწვევს აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას ნერვ-კუნთოვან სინაფსებში და ტეტანურ კუნთოვან სპაზმს, რაც ახანგრძლივებს დენთან კონტაქტის პერიოდს, რადგან მომხრელი კუნთები უფრო ძლიერია გამშლელებთან შედარებით. გულის მხრივ ცვლადი დენი იწვევს სისხლძარღვების ტეტანურ სპაზმს და შესაბამისი უბნების იშემიას, გარდა ამისა განაპირობებს გულისქსოვილებზე პირდაპირ ზემოქმედებასა და ნეკროზს. ხშირად ვითარდება გამტარებლობის დარღვევები, რადგან გულის გამტარი სისტემა მეტად მგრძნობიარეა ცვლადიდ ენის მიმართ. დაბალი სიხშირის ელექტრული დენი იწვევს პარკუჭების ფიბრილაციას.