მწვავე კორონარული სინდრომი
ტერმინი მწვავე კორონარული სინდრომი აერთიანებსმიოკარდიუმის მწვავე იშემიისათვისდამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებს და მოიცავსმიოკარდიუმის ინფარქტს ST სეგმენტის ელევაციით,მიოკარდიუმის ინფარქტს ST სეგმენტის ელევაციის გარეშე და არასტაბილურ სტენოკარდიას. აღნიშნული პათოლოგიების გაერთიანება ერთი სახელწოდების ქვეშ განპირობებულია მათი საერთო პათოგენეზით:
- ათეროსკლეროზული ბალთისგასკდომა
- თრომბოზი, რისი მიზეზიც სისხლის შედედების უნარის მატება, თრომბოციტებისაგრეგაციის გაძლიერება, სისხლის შედედების სისტემის აქტივაცია და/ან ფიბრინოლიზისინჰიბირებაა
- ლოკალური (გვირგვინოვანი არტერიების, სადაც აღინიშნება ათეროსკლეროზული ბალთა) ან ზოგადი ვაზოკონსტრიქცია
- მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების გაზრდა (მაღალი არტერიული წნევა, ტაქიკარდია)
მწვავე კორონარული სინდრომი – კლინიკური სურათი
მიოკარდიუმის მწვავე იშემიისათვის კლინიკურად დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა მხარში, ზურგში, ბეჭის და ქვედა ყბის მიდამოშიც კი, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ქოშინი, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება.
მწვავე კორონარული სინდრომი – დიაგნოსტიკა
მწვავე კორონარული სინდრომის დროს აუცილებელია ელექტროკარდიოგრამისგადაღება და სისხლში მიოკარდიუმის ნეკროზის მარკერების (ტროპონინი, კრეატინფოსფოკინაზა MB ფრაქცია) განსაზღვრა. ელექტროკარდიოგრამაზე ST სეგმენტის მდგრადი ელევაცია მიუთითებს მიოკარდიუმის შედარებით დიდი უბნის დაზიანებაზე,მიოკარდიუმის ინფარქტზე. ST სეგმენტის ტრანზიტორული ელევაციის ან დეპრესიის შემთხვევაში, საუბარია არასტაბილურ სტენოკარდიაზე და მიოკარდიუმის ინფარქტზე ST სეგმენტის ელევაციის გარეშე, ამ დროს ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს T კბილის ცვლილებები. ასეთ შემთხვევაში დიფერენციალური დიაგნოზი არასტაბილურ სტენოკარდიასა და მიოკარდიუმის ინფარქტს შორის ეყრდნობა სისხლში კარდიული მარკერების აღმოჩენას.
- არასტაბილური სტენოკარდია – ნაწილობრივი ან გარდამავალი ოკლუზია , მიოკარდიუმისდაზიანების გარეშე,
- მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე – ნაწილობრივი ან გარდამავალი ოკლუზია , მიოკარდიუმის დაზიანებით
- მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით – სრული ოკლუზია , მიოკარდიუმისდაზიანებით
მწვავე კორონარული სინდრომი - მკურნალობა
მწვავე კორონარული სინდრომის დროს რუტინულად გამოიყენება ანტიკოაგულაციური საშუალებები. კორონარული რეპერფუზია მიიღწევა ფიბრინოლიზის და/ან რევასკულარიზაციის საშუალებით (პერკუტანეული კორონარული ინტერვენცია – ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება).