აორტის დისექცია (განშრევება)
აორტის დისექცია (განშრევება) - აორტისშიგნითა კედლის აშრევება, რის გამოც სისხლი აღწევსაორტის კედლის შრეებს შორის და კიდევ უფრო აღრმავებს პროცესს. თუ განვითარდა აორტის სამივე შრის აშრევება, ვითარდება მასიური სისხლდენა, რაც შემთხვევათა 90%-ში იწვევს სიკვდილს, სწორად დაწყებული მკურნალობის დროსაც კი. ხშირად აორტისგანშრევება აორტისანევრიზმის გართულებას წარმოადგენს.
აორტის დისექციის (განშრევება)ეტიოპათოგენეტიკური ფაქტორებიდან გამოყოფენ:
- ათეროსკლეროზი, აორტის სისხლძარღვების (სისხლძარღვთა სისხლძარღვები – vasa vasorum) მნიშვნელოვანი ცვლილებებით, აორტის კედლის იშემიით
- ჰიპერტონიული დაავადება და არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- სიფილისი
- ბაქტერიულ-ემბოლიური ეტიოლოგიის მქონე სისხლძარღვის შუა კედლის კეროვანინეკროზები მწვავე ინფექციური დაავადებების დროს
- აორტის განვითარების თანდაყოლილი დეფექტები (კოარქტაცია, ორმაგი რკალი,ჰიპოპლაზია, ბოტალის სადინრის შეუხორცებლობა, მარფანის სინდრომი)
- ფიზიკური და ნერვულ-ემოციური გადაძაბვა
- აორტის დაზიანება მოსაზღვრე ორგანოების პათოლოგიისას (სპონდილიტი, საყლაპავის კიბო, საყლაპავისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პენეტრირებადი წყლული)
- გულმკერდის ან მუცლის ღრუს დახურული ტრავმა
აორტის დისექცია (განშრევება) - კლინიკური სურათი
აორტის დისექციის დროს კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე, რაც ვარირებს აორტის ინტიმის დაზიანებიდან აორტის სრულ განშრევებამდე და გასკდომამდე, ამ უკანასკნელის დროს ვითარდება შინაგანი სისხლდენა და ჰემორაგიულიშოკი. აორტის განშრევების დროს ვლინდება ორგანული სიმპტომები, რაც განისაზღვრება:
- აორტის კედლის დაზიანების ლოკალიზაციით და მისგან გამომავალი სისხლძარღვებისდაზიანებით (გვირგვინოვანი, ლავიწქვეშა, საძილე, მეზენტერიალური, კუნთთაშორისიარტერიები და სხვა.)
- ინტიმის დაზიანების ლოკალიზაციით (აორტის დასაწყისი, სარქველზედა უბანი, აღმავალი ნაწილი, აორტის რკალი, გულმკერდის დაღმავალი ნაწილი, მუცლის აორტა)
- სისხლჩაქცევის ლოკალიზაციით (პერიკარდიუმის ღრუ, შუასაყარი, პლევრის ღრუ, მუცლის ღრუ)
გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას შეიძლება აღინიშნებოდეს სტენოკარდიის დამიოკარდიუმის ინფარქტის ნიშნები, რაც აისახება ელექტროკარდიოგრამაზე. ნევროლოგიურისიმპტომები (ჰემიპლეგია, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები, პარაპლეგია, მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დარღვევა) დაკავშირებულია თავის ან ზურგის ტვინისსისხლძარღვების ზეწოლასთან ან დაზიანებასთან. თირკმლის მხრივ ვლინდება სიმპტომებითირკმლის კოლიკის, პარანეფრიტის ნიშნების, რეფლექტორული ანურიის სახით. მუცლის ღრუს მზარდი, მოპულსირე სიმსივნე დამახასიათებელია მუცლის ღრუს განშრევებადიანევრიზმისათვის. შუასაყარში, პლევრის ღრუში, პერიკარდიუმის ღრუში სისხლჩაქცევისდროს აღინიშნება შესაბამისი ფიზიკალური ნიშნები – ორგანოთა საზღვრების, გულისმოყრუების საზღვრების გადიდება. გულის ტამპონადის განვითარებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს გულის ელექტრული აქტივობის თანდათანობით შესუსტება – ბრადიკარდია,ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ასისტოლია). დაავადების საწყის პერიოდში პერიფერიულისისხლის მიმოქცევის უკმარისობის მიუხედავად (სიფერმკრთალე, ცივი ოფლი) შესაძლოა აღინიშნებოდეს არტერიული წნევის მატება. საწყის ეტაპზე მოსალოდნელია ბრადიკარდიადეპრესორული ნერვების გაღიზიანების გამო, თუმცა შინაგანი სისხლდენის დაწყებისასბრადიკარდია იცვლება ტაქიკარდიით.
აორტის დისექცია (განშრევება) - დიაგნოსტიკა
აორტის დისექციის (განშრევება) დიაგნოსტირება რიგ შემთხვევებში სირთულეს წარმოადგენს სიმპტომების მრავალფეროვნების გამო. ტარდება რენტგენოგრაფია,კომპიუტერული და მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია, ტრანსეზოფაგალური ექოკარდიოგრაფია. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ადრე ითვლებოდა აორტოგრაფია, თუმცა დღეისათვის მიმართავენ ნაკლებ ინვაზიურ გამოკვლევებს.
აორტის დისექცია (განშრევება) - მკურნალობა
აორტის დისექციის (განშრევება) დროს მედიკამენტოზური მკურნალობა მიმართულია ტკივილის კუპირების, არტერიული წნევის ნორმალიზაციისა და პარკუჭების შეკუმშვის სიხშირის შემცირებისაკენ. ამასთან რაც შეიძლება მალე უნდა დაისვას დიაგნოზი, რათა დროულად მოხდეს ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული ჩარევის მიზანია განშრევებულიაორტის უბნის ამოკვეთა და მისი ჩანაცვლება პროთეზით (იხ. რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე).