სისხლძარღვების ემბოლიზაცია
ემბოლიზაცია მცირედ ინვაზიური არაქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ხდებასისხლძარღვის შერჩევითი ოკლუზია სპეციალური ემბოლებით. პროცედურა ტარდება რენტგენოლოგიური კონტროლით. ემბოლიზაცია წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის ალტერნატივას და მიმართულია ცალკეული ორგანოების, ქსოვილების სისხლმომარაგების შეწყვეტისაკენ, რაც თავის მხრივ განაპირობებს სიმსივნის ზომების შემცირებას, ანევრიზმისბლოკირებას, სისხლდენის შეჩერებას. ემბოლიზაციის დროს გაუტკივარების სახე დამოკიდებულია სამიზნე ორგანოზე, ხშირ შემთხვევაში ტარდება გაუტკივარების გარეშე ან მცირედი ანესთეზიით, თუმცა თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის ან კარის ვენისემბოლიზაცია ხორციელდება ზოგადი ანესთეზიით. სისხლძარღვების ემბოლიზაციისდადებით მხარეს წარმოადგენს ინფიცირების მცირე რისკი, პროცედურის შემდგომი აღდგენის ხანმოკლე პერიოდი, მაღალი ეფექტურობა.
ემბოლიზაციის ჩვენებებია:
- არტერიოვენოზური მალფორმაციის დროს
- თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმები
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
- სისხლდენა ცხვირიდან
- სისხლდენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში
- ქირურგიული ჩარევების შემდგომი სისხლდენა
სიმსივნური წარმონაქმნები – სიმსივნის სისხლმომარაგების შესაწყვეტად, რაც განაპირობებს მის ზომებში შემცირებას. ემბოლიზაცია გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ღვიძლის ავთვისებიანი დაზიანებისას, ყველზე ხშირად ჰეპატოცელულური კარცინომის დროს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის ძირითადი მეთოდია ემბოლიზაცია წვრილი ნაწილაკებით და ტრანსარტერიალური ქიმიოემბოლიზაცია
- თირკმლების დაზიანება
- საშვილოსნოს ფიბრომიომა
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისა ახორციელებენ კარის ვენის ემბოლიზაციას ღვიძლის რეზექციის წინ.
სისხლძარღვის ემბოლიზაციისათვის გამოიყენება სხვადასხვა ფორმის ხელოვნური ემბოლები: სპირალები, ნაწილაკები, ცილინდრები. გარდა ამისა გამოყოფენ თხევად მაემბოლიზირებელ, მასკლეროზირებელ საშუალებებს,
თხევადი მაემბოლიზირებელი ნივთიერებები – გამოიყენება ძირითადად არტერიოვენური მალფორმაციის მკურნალობის მიზნით, თავისუფლად აღწევს რთულ სისხლძარღვოვან ქსელში, რის გამოც არ დგება კათეტერის ცალკეულ სისხლძარღვშიშეყვანის საჭიროება. თხევადი მაემბოლიზირებელი ნივთიერების მაგალითია ლიპიოდოლი, რომელიც ხანმოკლე მოქმედებით გამოირჩევა.
მასკლეროზირებელი ნივთიერებები – ახდენენ სისხლძარღვის ამომფენიენდოთელიუმის გამკვრივებას. ისინი ნელა ავლენენ მაემბოლიზირებელ ზემოქმედებას თხევად საშუალებებთან შედარებით, ამიტომ მათი გამოყენება შეუძლებელია მსხვილისისხლძარღვების ემბოლიზაციისათვის, ძლიერი სისხლმომარაგების დროს. მასკლეროზირებელი ნივთიერებებია ეთანოლი, ეთანოლამინის ოლეატი. ეთანოლი გამოიყენება არტერიოვენური მალფორმაციების სამკურნალოდ, თუმცა დიდი რაოდენობით ეთანოლის გამოყენება ახდენს სისტემურ ტოქსიურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, გარდა ამისა აღნიშნული ნივთიერების ინექცია საკმაოდ მტკივნეულია. ეთანოლამინის ოლეატი გამოიყენება საყლაპავის ვარიკოზულად გაფართოებული ვენების სკლეროზირებისათვის. თუმცა დიდ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი და თირკმლის უკმარისობა.
მაემბოლიზირებელი მიკრონაწილაკები - მაემბოლიზირებელი მიკრონაწილაკები გამოიყენება წვრილი არტერიებისა და პრეკაპილარული არტერიოლების შემთხვევაში, ძირითადად გამოსადეგია ღრმად მდებარე არტერიოვენური მალფორმაციიებისათვის. მათი ნაკლოვანებებს მიეკუთვნება გამოყენების სიძნელე, ასევე აღნიშნული ნაწილაკების აღმოჩენა რენტგენის სურათებზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაჟღენთილია საკონტრასტო ნივთიერებით. მაემბოლიზირებელ მიკრონაწილაკებს მიეკუთვნება სპეციალური ჟელატინის ღრუბლები დროებით ემბოლიზაციასათვის და პოლივინილალგლიკოლის ბურთულები მუდმივი ემბოლიზაციისათვის.
მექანიკური ემბოლიზაცია – მექანიკური ოკლუზიის მიზნით გამოიყენებამაემბოლიზირებელი სპირალები და მოსახსნელი ბალონები, რომლებიც გამოდგება ნებისმიერი სისხლძარღვის შემთხვევაში. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათი მოთავსება ხერხდება ზუსტად იმ ადგილას, სადაც ოკლუზიაა საჭირო. მექანიკუროკლუზიას მიმართავენ არტერიოვენური მალფორმაციისა და ანევრიზმების დროს. მაემბოლიზირებელი სპირალები კარგად გამოიყენება ინტენსიური სისხლის მიმოქცევისდროს, რადგან დაუყონებლივ იწვევს თრომბის წარმოქმნას, კარგად ვიზუალიზდება რენტგენის სურათებზე, არსებობს ძალზედ მცირე საფრთხე იმისა, რომ სპირალი გადაინაცვლებს საწყისი მდგომარეობიდან. მოსახსნელი ბალონები თავსდებასისხლძარღვში, შემდეგ კი მათი ავსება ხდება ფიზიოლოგიური ხსნარით. სისხლძარღვშიწყდება სისხლის ნაკადი, ენდოთელიუმი კი ბალონის ირგვლივ იწყებს ზრდას, მანამ სანამ მთლიანად არ მოხდება სისხლძარღვის ოკლუზია. რიგ შემთხვევებში ბალონი შეიძლება გასკდეს და გამოვიდეს მწყობრიდან, ან სისხლის წნევის ზემოქმედებით მოხდეს მისი გადანაცვლება საწყისი მდგომარეობიდან.