რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე
აორტის რეკონსტრუქციული ოპერაციების ჩვენებებს წარმოადგენს აორტის ან მისი ტოტების სტენოზური, ანევრიზმული, თრომბოემბოლიური და ტრავმული დაზიანებები.
გულმკერდის ან მუცლის აორტის ან აორტის პროთეზის თრომბოემბოლიის დროს ტარდებათრომბექტომია. სისხლძარღვის პროტეზებისთრომბოზის მიზეზები ძირითადისისხლძარღვოვანი პათოლოგიის პროგრესირებადი მიმდინარეობაა (ათეროსკლეროზი) ან ტექნიკური ხარვეზები პირველადი ოპერაციის შესრულებისას.თრომბექტომია წარმოადგენს აორტის სანათურიდან თრომბოემბოლის ქირურგიულ მოცილებას პირდაპირი ან არაპირდაპირი მეთოდებით დარღვეული სისხლის მიმოქცევისაღდგენის მიზნით. პირდაპირი თრომბექტომიატარდება ღია წესით, მოიცავს აორტოტომიას,თრომბის მოცილებასა და აორტის კედლის გაკერვას. არაპირდაპირი მეთოდით თრომბის მოცილება ხდება ფოგარტის ბალონური ზონდის მეშვეობით.
აორტის სხვადასხვა ნაწილის სტენოზირებისას ნაჩვენებია ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება, ხოლო პროტეზების ან შუნტების შემთხვევაში განმეორებითირეკონსტრუქციული ოპერაცია. აორტის რამდენიმე ტოტის ერთდროული დაზიანებისას შესაძლებელია ერთმომენტიანი ქირურგიული რეკონსტრუქცია. აორტის რამდენიმე ტოტის ერთმომენტიანი რეკონსტრუქცია ნაჩვენებია მულტიფოკალურიათეროსკლეროზის, ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზებისა და ოკლუზიის დროს ან ისეთი დაზიანებისას, როდესაც არსებობს თრომბოემბოლიის განვითარების საშიშროება (არასტაბილური თრომბები და ათეროსკლეროზული ბალთები), გამონაკლისს წარმოადგენს პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, მოსვენების სტენოკარდიითა და სუნთქვის უკმარისობით.
აორტის განმეორებითირეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები ნაჩვენებია აორტისა და მაგისტრალური სისხლძარღვებისპირველადი რეკონსტრუქციული ოპერაციის შემდგომი გართულებებისას (თრომბოზები, პროთეზისა და შუნტების სტენოზი, ანასტომოზის ანევრიზმის,სისხლძარღვოვანი ტრანსპლანტატის ინფექციის დროს). პროტეზებისსტენოზის, მასზე ზეწოლის ან გადაგრეხის დროს, ტარდება პროთეზის რეზექცია და რეპროტეზირება. სისხლძარღვოვანიშუნტების თრომბოზის დროს ტარდებათრომბექტომია და ანასტომოზისპლასტიკა. სისხლძარღვოვანიტრანსპლანტატების ანევრიზმისგანვითარების შემთხვევაში საჭიროებსანევრიზმის კედლის გაკვეთას და დაზიანებული უბნის რეპროტეზირებას.პროთეზის ინფექციის დროს ხდება მისი მოცილება და ექსტრაანატომიურიშუნტირება.
რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე ტარდება მისი ტრავმული დაზიანებისას და მოიცავს აორტის გაკერვას ან მის პროტეზირებას.
გვიან გართულებებს მიეკუთვნება აორტის ანევრიზმა, არტერიოვენოზური ფისტულა.
რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტის ანევრიზმის დროს
აორტის ანევრიზმის დროს ოპერაციები მოიცავს ანევრიზმული მიდამოს რეზექციისა დააორტის პროთეზირებას ან ანევრიზმის დახურულ ენდოპროთეზირებას სპეციალურისისხლძარღვშიდა პროთეზებით.
ოპერაცია აორტის ანევრიზმის დროს შეიძლება იყოს გეგმიური ან გადაუდებელი. გეგმიური ოპერაციები ტარდება ნებისმიერი ეტიოლოგიის აორტის მსხვილი ანევრიზმის დროს, როდესაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი ან ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურებისკომპრესია, რეგიონალური ან სისტემური ჰემოდინამიკის დარღვევა. გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა ნაჩვენებია ანევრიზმის გართულებული მიმდინარეობისას – პერიფერიული არტერიის ემბოლიისას, უარყოფითი კლინიკო-რენტგენოლოგიური დინამიკისას, განშრევების ან გასკდომის დროს. სისხლძარღვოვან ქირურგიაში შემუშავებულია ოპერაციების სხვადასხვა მეთოდები, რაც დამოკიდებულია ანევრიზმისლოკალიზაციაზე. აორტის ანევრიზმის დროს ოპერაციული ჩარევა უმეტეს შემთხვევებში ტარდება ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ადექვატურ პერფუზიას.
ოპერაციები აორტაზე:
- ბენტალის პროცედურა – ტარდება როდესაც აღინიშნება აორტის სარქვლების დაზიანებაც. ხდება აორტის სარქვლის, აორტის ბოლქვის, აღმავალი აორტის პროტეზირება და კორონარული არტერიების რეიმპლანტაცია
- სარქვლის დამზოგავი ოპერაცია (დავიდის პროცედურა) – ხდება მხოლოდაორტის ბოლქვისა და აღმავალი აორტის პროტეზირება
- იაკუბის პროცედურა – აღმავალი აორტის პროტეზირება
- როსის პროცედურა – აორტის დაზიანებული სარქვლის ჩანაცვლება ხდება აუტოტრანსპლანტატით – პულმონარული სარქვლით, ამ უკანასკნელის ნაცვლად კი გამოიყენება ალოტრანსპლანტატი