მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია
მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია წარმოადგენს ნაწლავთა გაუვალობის ძირითად სადიაგნოსტიკო მეთოდს. ამ შემთხვევაში რენტგენოგრამაზეკარგად ჩანს გადაბერილი ნაწლავის მარყუჟები სითხისა და აირის დონეებით, ე.წ. კლოიბერის ფიალები, რომელთა არსებობისა და მდებარეობის მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ გაუვალობის ლოკალიზაციაზე.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფიითშესაძლებელია მოხდეს შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირება: შარდკენჭოვანი დანაღვლკენჭოვანი დაავადებები, რომელთა დროსაც ვლინდება რენტგენოკონტრასტული ქვები თირკმლებში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში, ნაღვლის ბუშტში; ნაწლავის სანათურის სიმსივნით დახშობა; აბსცესი, რომლის დროსაც ვლინდება რენტგენონეგატიური უბნები; დივერტიკულიტი მუცლის ღრუში სისხლისა დაასციტური სითხის არსებობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს უფრო ინფორმატიული და თანამედროვე მეთოდები მსგავსი მდგომარეობის გამოსავლენად,რენტგენოგრაფია ამ შემთხვევაში გამოიყენება იშვიათად.