მუცლის ღრუს კომპიუტერული  ტომოგრაფია

მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცისკომპიუტერული ტომოგრაფიაწარმოადგენს შეუცვლელ და ინფორმატიულ მეთოდს თერაპიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში, ჩვეულებრივ ინიშნება რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. მოიცავსმუცლის ღრუს ორგანოების – პანკრეასის, ელენთის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის და რეტროპერიტონეალური ორგანოების – თირკმლების, თირკმელზედა ჯირკვლების, მუცლის ღრუს მსხვილი სისხლძარღვების, ლიმფოიდური ქსოვილის გამოკვლევას.




მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერული ტომოგრაფიისჩატარების ჩვენებები:
მუცლის ღრუს  კომპიუტერული ტომოგრაფია  შესაძლებელია ჩატარდეს კონტრასტის გამოყენების გარეშე, თუმცა უფრო ხშირად ტარდება კონტრასტით და დამიზნებით რომელიმე ორგანოს გამოკვლევა, მაგალითად ღვიძლის ან ჰეპატოპანკრეატოდუოდენალური ზონის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოდგენას გვაძლევს პარენქიმული ორგანოების სტრუქტურის თავისებურებებზე, მათში ანთებითი პროცესის, ნეკროზის, პერიფოკალური ანთების არსებობაზე, ზომებზე, მდებარეობასა და ფორმაზე. ასე მაგალითად ღვიძლის კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პირველადი და მეორადი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანისიმსივნებისათვის (ჰემანგიომა, ჰეპატოცელულური კარცინომა) დამახასიათებელი ცვლილებები, ღვიძლის ქსოვილის სტრუქტურული ცვლილებები მისი სტეატოზის (ცხიმოვანი ჰეპატოზი) დროს, ჰემოქრომატოზისათვის  დამახასიათებელი სტრუქტურის გამკვრივება.
უფრო დეტალურ ინფორმაციას იძლევა პარენქიმული ორგანოების შესახებ მუცლის ღრუს  კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით, თუმცა გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები: ალერგია იოდის პრეპარატებზე და ზღვის პროდუქტებზე, ღვიძლის,თირკმლებისგულ – სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები.
განსაკუთრებით ინფორმატიულია კომპიუტერული ტომოგრაფია სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მხრივ, კერძოდ კი (მუცლის აორტის ქრონიკული და განშრევებადი ანევრიზმისმუცლის ღრუს სისხლძარღვების თრომბოზულიდაზიანებისას (პორტული და მეზენტერიალური თრომბოზი). სისხლძარღვოვანი სისტემის გამოკვლევისას მიმართავენ კომპიუტერული ტომოგრაფიას ინტრავენური კონტრასტირებით.