მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია


მუცლის ღრუს მიმოხილვითირენტგენოგრაფია  მიეკუთვნება სტანდარტულ რენტგენოლოგიურ კვლევას. მუცლის ღრუსგამოკველევისათვის მიმოხილვითირენტგენოგრაფია  ნაკლებ ინფორმატიული მეთოდია, რადგანაც რბილი ქსოვილები უმეტეს შემთხვევაში რენტგენონეგატიურია, ანუ რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ხილვადი არაა.  რენტგენოლოგიური გამოკვლევისას შესაძლებელია მხოლოდ მსჯელობამუცლის ღრუში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირის, სითხის, ქვების ან  უცხო სხეულის არსებობაზე. მუცლის ღრუსრენტგენოგრაფია  ეფექტურიამუცლის ღრუს ღრუ ორგანოების  გახეთქვისა და პერფორაციის დიაგნოსტიკისათვის. ასეთ შემთხვევაში რენტგენოგრამაზე  ჩანს თავისუფალი აირი მუცლის ღრუში, რომელიც ნორმაში არ უნდა იყოს.