გულის ღრუებისა და მაგისტრალური სისხლძარღვების გამოკვლევა

ანგიოკარდიოგრაფია – მაგისტრალური სისხლძარღვებისა დაგულის ღრუების გამოკვლევაა რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით და გამოიყენება მაგისტრალურისისხლძარღვების განვითარების ანომალიების, გულის თანდაყოლილი და გულის შეძენილი მანკებისდიაგნოსტირებისათვის, მანკის ლოკალიზაციის დასაზუსტებლად, რაც საშუალებას გვაძლევს შეირჩეს ოპერაციული ჩარევის შედარებით რაციონალური მეთოდი. რენტგენოკონტრასტული ნივთიერება კათეტერის მეშვეობით შეყავთ კიდურების ვენებიდან გულისმარჯვენა ან მარცხენა ნახევარში ანარტერიიდან აორტაში და მარცხენა პარკუჭში, ასევე შესაძლებელია ჩატარდეს გულის პუნქცია.