აორტოგრაფია
გულმკერდის აორტოგრაფია (გულმკერდის აორტისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია) ნაჩვენებია გულმკერდის აორტის ანევრიზმის დიაგნოსტირებისათვის, აორტის კოარქტაციისა და განვითარების სხვა ანომალიების, ასევე აორტის სარქვლის უკმარისობის ამოსაცნობად. განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ გულმკერდისანგიოგრაფიას. არაპირდაპირი ანგიოგრაფიის დროს რენტგენოკონტრატული ნივთიერება შეყავთ თეძოს ვენიდან მარჯვენა წინაგულში, მარჯვენა პარკუჭში ან ფილტვისარტერიაში. პირდაპირი გულმკერდის აორტოგრაფია ხორცილდება თეძოს ან ლავიწქვეშა არტერიის კათეტერიზაციის მეშვეობით.
მუცლის აორტისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია გამოიყენება რეტროპერიტონეალური ორგანოების დაზიანების, მუცლის ღრუში ან კუჭ ნაწლავის ტრაქტში სისხლდენის დროს. მუცლის აორტოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს თირკმლისჰიპერვასკულური სიმსივნები, ამავდროულად მეტასტაზები ღვიძლში, მეორეთირკმელში, ლიმფურ კვანძებში, სიმსივნის ჩაზრდა მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებში. რენტგენოკონსტრასტული ნივთიერების შეყვანა ხორციელდება აორტის კათეტერიზაციით თეძოს ან იღლიისქვეშა არტერიიდან. მუცლის აორტოგრაფიასმიმართავენ ასევე თერაპიული მიზნით, პერიტონიტისა და პანკრეატიტის დროს სამკურნალო ნივთიერების რეგიონული სისხლძარღვშიდა ინფუზიისათვის.