ანგიოპულმონოგრაფია
ანგიოპულმონოგრაფია (ფილტვის არტერიებისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია) გამოიყენება ფილტვის სიმსივნებისა და განვითარების ანომალიაზე ეჭვის მიტანისას,ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დიაგნოსტირებისათვის. ფილტვის არტერიისთრომბოემბოლია დროს ანგიოპულმონოგრაფიას ატარებენ გადაუდებლად ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებების ფონზე.
ზოგადი ანგიოპულმონოგრაფიის დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერება (ხშირად კათეტერის მეშვეობით) შეყავთ ზემო ღრუ ვენაში, მარჯვენა წინაგულში და პარკუჭში ლავიწქვეშა და თეძოს ვენის მეშვეობით. სელექციურიანგიოპულმონოგრაფიის დროს რენტგენის კონტროლით კათეტერი შეყავთ ზემო (სხეულის ზემო ნაწილის ვენებიდან) ან ქვემო (თეძოს ვენის მეშვეობით) ღრუ ვენებისმეშვეობით, მარჯევნა წინაგულში, პარკუჭში და ფილტვის ღეროში. კათეტერი შეიძლება შეყვანილ იქნეს მარჯვენა ან მარცხენა ფილტვის არტერიაში ან კიდევ უფრო მცირე კალიბრის სისხლძარღვში. ანგიოპულმონოგრაფიისას საჭიროების შემთხვევაში ტარდება სამკურნალო პროცედურები, მაგალითად კათეტერის მეშვეობით ახორციელებენფილტვის არტერიიდან თრომბის მოცილებას ან მისი ფერმენტების საშუალებით მის დაშლას.