ბრონქული არტერიოგრაფია

ბრონქული არტერიოგრაფიის დროს მიიღება ფილტვის მკვებავი არტერიებისგამოსახულება, ნაჩვენებია გაურკვეველი ეტიოლოგიისა და ლოკალიზაციის ფილტვისმიერი სისხლდენის დროს, გაურკვეველი მიზეზით ლიმფური კვანძებისგადიდების შემთხვევაში, გულის თანდაყოლილი მანკების დროს (ფალოს ტეტრადა),ფილტვის განვითარების ანომალიების, ტარდება ავთვისებიანი და კეთილთვისებიანისიმსივნების და ფილტვების ანთებითი პროცესების დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის.  ფილტვისმიერი სისხლდენის დროს პაციენტის მძიმე მდგომარეობისას, ბრონქული არტერიოგრაფიას ატარებენ ჰემოტრანსფუზიისშოკისსაწინააღმდეგო და სხვა ინტენსიური ღონისძიებების პირობებში.