თირკმლის არტერიო- და ვენოგრაფია
თირკმლის არტერიოგრაფიანაჩვენებია თირკმლის სხვადასხვა ტრავმის, სიმსივნის, ჰიდრონეფროზის,შარდკენჭოვანი დაავადებისდიაგნოსტირებისათვის. თირკმლისარტერიოგრაფიის დროს შესაძლებელია ჩატარდეს თირკმლის არტერიის ემბოლიზაცია, მაგ. თირკმლისინოპერაბელური სიმსივნეების დროს.თირკმლის არტერიოგრაფიაფართოდ გამოიყენება ვაზორენული ჰიპერტენზიის კომპლექსურ თერაპიაში თირკმლის არტერიის სტენოზის დროს.
თირკმლის ფლებოგრაფია(თირკმლის ვენებისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია) ტარდება თირკმლის ვენისთრომბოზის გამოვლენის მიზნით, თრომბის ლოკალიზაციისა და ზომების დასადგენად. რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანა ხდება თეძოს ან ზემო ღრუ ვენისკათეტერიზაციის გზით.