კავაგრაფია
კავაგრაფია ღრუ ვენების ანგიოგრაფია, რომლის დროსაც შეიძლება დამოუკიდებლად განხორციელდეს ზემო ღრუ ვენისა და ქვემო ღრუ ვენის ანგიოგრაფია. ზემო კავაგრაფია(ზემო ღრუ ვენის ანგიოგრაფია) ხორციელდება თრომბის გავრცელებისა და ლოკალიზაციის დასაზუსტებლად ან ვენაზე ზეწოლის გამოვლენის მიზნით, რაც შესაძლებელია განვითარდეს ფილტვების ან შუასაყრის ორგანოების სიმსივნეების დროს.კავაგრაფიის მეშვეობით დგინდება სიმსივნის ჩაზრდის ხარისხი ზემო ღრუ ვენაში. ზემო ღრუ ვენის კონტრასტირება შეიძლება შესრულდეს ზემო კიდურების ვენების ინექციის გზით, ლავიწქვეშა ვენის კათეტერიზაციისა და პუნქციის მეშვეობით ან არაპირდაპირად თეძოს ვენიდან ქვემო ღრუ ვენისა და მარჯვენა წინაგულის გავლით.
ქვემო ღრუ ვენის ანგიოგრაფია – ქვემო კავაგრაფია ნაჩვენებია თირკმლის ძირითადად კი მარჯვენამხრივი სიმსივნეების დროს. ასევე გამოიყენება ილეოფემორალურითრომბოზის ამოსაცნობად, ქვემო კიდურების შეშუპების გამოსავლენად, გაურკვეველი ეტიოლოგიის ასციტის მიზეზის დადგენის მიზნით. ქვემო კავაგრაფია სრულდება ჩვეულებრივ თეძოს ვენის კათეტერიზაციის გზით, იშვიათად ტრანსლუმბალურიპუნქციის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია ლავიწქვეშა, საუღლე და იდაყვის ვენისკათეტერიზაცია. გამოკვლევა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს ქვემო ღრუ და მენჯის ვენებში თრომბოზზე ეჭვის დროს, რათა არ განვითარდეს ფილტვის არტერიისთრომბოემბოლია .