ვენტრიკულოგრაფია

ვენტრიკულოგრაფია
ვენტრიკულოგრაფია – გულის პარკუჭების რენტგენოლოგიური გამოკვლევაა  რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. ვენტრიკულოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს გულის ღრუების კონფიგურაციის ცვლილებები (მაგ. ანევრიზმის,ჰიპერტროფიისმიოკარდიუმის იშემიის დროს და ა.შ.), ასევე შეფასდეს გულისსარქვლების მდგომარეობა და გულის კუმშვითი შესაძლებლობები. ხშირადვენტრიკოულოგრაფიას მიმართავენ კორონაროგრაფიასთან ერთად.  გულის იშემიური დაავადების დროს ვენტრიკულოგრაფიისას ხდება გულის იმ უბნების ზუსტი ლოკალიზაციის განსაზღვრა, რომელთა კუმშვითი ფუნქციაც დაქვეითებულია ან საერთოდ არ აღინიშნება პოსტინფარქტული ნაწიბურის ან არასაკმარისი სისხლმომარაგების გამო.