რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიულ არტერიებზე
რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიული არტერიებზე – ეს არის გადაუდებელი ან სასწრაფო ქირურგიული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია დაზიანებული სისხლძარღვის რეკანალიზაციისა დაიშემიური კიდურების რევასკულარიზაციისაკენ.რეკონსტრუქციული ოპერაციები პერიფერიულ არტერიებზე ტარდება პერიფერიული სისხლძარღვოვანი კალაპოტისათეროსკლეროზული, ანევრიზმული,თრომბოემბოლიური, ტრავმული დაზიანებისას, ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია დაზიანების სახეზე და სიმძიმეზე, გავრცელებასა და ხანგრძლივობაზე. წვრილი პერიფერიული არტერიების ტრავმული დაზიანების შემთხვევაში ტარდება მიკროქირურგიული ოპერაციები.
პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმულიდაზიანებისას ახდენენ მის რეზექციას ან ენდოპროთეზირებას. ოკლუზიურ-სტენოზურიდაზიანებისას მიმართავენ ენდარტერექტომიას, დილატაცია, სტენტირება დაპერიფერიული არტერიის დაზიანებული სეგმენტის პროთეზირებას. თრომბოემბოლიის დროს ნაჩვენებია თრომბექტომია, ტრავმებისას კი – რეკონსტრუქციულიმიკროქირურგიული ოპერაციები
კიდურების არტერიების ენდარტერექტომია
ენდარტერექტომია ათეროსკლეროზული ბალთის ქირურგიული მოცილებაა სისხლძარღვისშიდა კედელთან (ინტიმა) ერთად. ენდარტერექტომია ნაჩვენებია არტერიის სეგმენტურიოკლუზიის დროს 7-9 სმ-ის სიგრძეზე და საშუალებას იძლევა აღდგეს სისხლის მიმოქცევადაზიანებული კიდურის დისტალურ ნაწილებში. ენდარტერექტომია შეიძლება ჩატარდეს ღია და ნახევრადდახურული ფორმით. პირველ შემთხვევაში ტარდება ობლიტერირებულისისხლძარღვის გასწვრივი არტერიოტომია, ნახევრად დახურული წესით კი ენდარტერექტომია ხდება არტერიის მცირე განივი განაკვეთიდან.
კიდურების არტერიების ანევრიზმის რეზექცია
კიდურების სისხლძარღვის ანევრიზმის შემთხვევაში ხდება სისხლძარღვის გაგანიერებული უბნის ამოკვეთა და დეფექტის ჩანაცვლება პროთეზის მეშვეობით. კიდურების ანევრიზმავითარდება ტრავმების, ათეროსკლეროზული დაზიანების, ანთების ან არტერიის კედლის აროზიის შედეგად. ანევრიზმა ქმნის თრომბოემბოლიისა და არტერიის კედლის გასკდომის საფრთხეს. ქირურგიული ტაქტიკა ანევრიზმის შემთხვევაში მოიცავს ანევრიზმის ამოკვეთას და არტერიის შესაბამისი უბნის ჩანაცვლებას სინთეზური ან აუტოვენოზური პროთეზით.
პერიფერიული არტერიების ანევრიზმის დროს ენდოპროთეზირება
ეს არის მცირედინვაზიური რენტგენოქირურგიული მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვის შიგნით ენდოპროთეზის ჩადგმა. ენდოპროთეზის იმპლანტაციის შემდეგ ანევრიზმულად შეცვლილი არტერიის უბანი არ იმყოფებაარტერიული წნევის ზემოქმედების ქვეშ, რაც გამორიცხავს ანევრიზმის გასკდომას.
თრომბექტომია პერიფერიული არტერიებიდან
პერიფერიული არტერიიდან თრომბისმოცილებაში ძირითადი როლი ეკისრებათრომბექტომიის არაპირდაპირ მეთოდს. არტერიოტომიისა და სისხლძარღვისსანათურის გახსნის შემდეგ მასში ხდება ფოგარტის ბალონური კათეტერის შეყვანა, რომლის ბალონური მანჟეტის მეშვეობით ხდება თრომბული მასების მოცილება.
პერიფერიული არტერიის ლიგირება
პერიფერიული არტერიის ლიგირება გულისხმობს კიდურების არტერიებზელიგატურის დადებას. პერიფერიული არტერიის ლიგირება ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელიასისხლძარღვის გამავლობის დროებითი ან მუდმივი აღდგენა (ქსოვილების მოცულობითი დეფექტების, სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის დროს). პერიფერიული არტერიის შეხვევის უსაფრთხოების პირობას წარმოადგენსკოლატერალური სისხლის მიმოქცევის კომპენსაცია, რომლის განსაზღვრისათვის ტარდება ლექსერის სინჯი (გადახვევა ითვლება უსაფრთხოდ, თუ აღინიშნება მოპულსირე სისხლის რეტროგრადული ნაკადი პერიფერიული არტერიის მოკვეთილი ბოლოდან)
პერიფერიული არტერიის სეგმენტის პროთეზირება
პერიფერიული არტერიის სეგმენტის პროთეზირება მოიცავს დაზიანებული უბნისრეზექციას და მის ჩანაცვლებას აუტოვენოზური ან სინთეზური სისხლძარღვოვანი ტრანსპლანტატით. პერიფერიული არტერიის სეგმენტის პროთეზირება ნაჩვენებიასისხლძარღვის ოკლუზიურ-სტენოზური დაზიანებისას განსაზღვრულ უბანზე. აუტოვენოზური პროთეზირება ხორციელდება დიდი კანქვეშა ვენის სეგმენტის გამოყენებით. მსხვილი არტერიის დეფექტის დროს გამოიყენება სინთეზური პროთეზები.
პერიფერიული არტერიების დილატაცია, სტენტირება
არტერიული სისხლძარღვის სანათურის გაფართოების მიზნით ბალონური ანგიოპლასტიკადა სისხლძარღვშიდა სტენტის ჩაყენება. დილატაცია და სტენტირება ნაჩვენებიაპერიფერიული არტერიის ლოკალური შევოწროებისა და ოკლუზიის. პროცედურა ტარდება ბარძაყის არტერიის ან იღლიისქვეშა არტერიის პუნქციური ჩხვლეტით. დაზიანებული სისხლძარღვის შიგნით ხდება სპეციალური ბალონური კათეტერის შეყვანა, რომელიც სტენოზის მიდამოში იბერება და შევიწროებულ უბანს აფართოებს. სისხლძარღვისდილატაცია შესაძლებელია შერწყმული იყოს ენდოვასკულური სტენტის იმპლანტაციასთან, რომელიც წარმოადგენს მავთულის ბადისებრ მილს , რომელიც მაგრდება და ინარჩუნებსარტერიის გამავლობას