კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომია
კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიაოპერაციული ჩარევაა საძილე არტერიაზე, რომელიც მიმართულია ათეროსკლეროზული ბალთით დაზიანებულისისხლძარღვის შიგნითა გარსის მოცილებისაკენ, რაც წარმოადგენსინსულტის პრევენციას.
ასაკის მატებასთან ერთადათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირების გამოსისხლძარღვებში, მათ შორისსაძილე არტერიაში წარმოიქმნებაათეროსკლეროზული ბალთები, რაც იწვევს შევიწროებასა და შესაბამისი უბნის სისხლმომარაგების დარღვევას. საძილე არტერიისსტენოზი განაპირობებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისმოშლას. გარდა ამისა საძილე არტერიის კედლიდან მოწყვეტილითრომბული მასები შესაძლოა გახდესთავის ტვინის სისხლძარღვებისემბოლიისა და იშემიური ინსულტისგანვითარების მიზეზი, წვრილი არტერიების დაზიანების შედეგად აღინიშნება ტრანზიტორულიიშემიური შეტევა (მიკროინსულტი). ასეთ შემთხვევაში მკურნალობის ერთერთ მეთოდს წარმოადგენს კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომია, რაც შედარებით უსაფრთხოა და ხანგრძლივი ეფექტი გააჩნია.
კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის ჩვენებებია:
- ვრცელი ინსულტი
- გავრცელებული სიმსივნე
- მაღალი არტერიული წნევა
- არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი
- შეგუბებითი გულის უკმარისობა
- თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადების ნიშნები, როგორიცაა მაგალითადალცჰეიმერის დაავადება
კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის ჩატარებამდე ტარდება შემდეგი კვლევები:
- ულტრაბგერითი დუპლექს სკანირება
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- ანგიოგრაფია
გამოკვლევის აღნიშნული მეთოდები შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს სისხლის მიმოქცევის დარღვევის დონე, ათეროსკლეროზული ბალთების ლოკალიზაცია.
კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის გართულებები
ისევე, როგორც სხვა ქირურგიული ჩარევების დროს კაროტიდული ენდარტერექტომიისშემდეგაც მოსალოდნელია გართულებები, რომელთა შორისაც ყველაზე სერიოზული გართულებაა ინსულტი. ინსულტის გარდა შესაძლებელია განვითარდეს საძილე არტერიისგანმეორებითი დახშობა -რესტენოზი, განსაკუთრებით თუ ოპერაციის შემდეგ პაციენტი არ იცავს ექიმის რეკომენდაციებს. სხვა გართულებებია: ნერვების დაზიანება, რაც იწვევს ხმის ჩახლეჩვას, ყლაპვის გაძნელებას, სახის დაბუჟებას, ჩვეულებრივ ეს გართულებები არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას და თავისით გაივლის ერთი თვის შემდეგ.
კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის გართულებები რისკი იმატებს შემდეგი მდგომარეობების დროს:
- გულისა და ფილტვების მძიმე თანმხლები დაავადებები
- ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა ძნელად მისადგომ სისხლძარღვებში
- მეორე საძილე არტერიის ოკლუზია
- შაქრიანი დიაბეტი
- მოწევა
კაროტიდული (საძილე არტერიის) ენდარტერექტომიის შემდეგ რეკომენდირებულია ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული საძილე არტერიაში თრომბების წარმოქმნა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა.