თირკმლის ჰიპოპლაზია

თირკმლის ჰიპოპლაზია  ხასიათდება ძირითადად ერთი, იშვიათად კი ორივე თირკმლისზომაში მნიშვნელოვანი შემცირებით. განასხვავებენ თირკმლის ჰიპოპლაზიის  ორ ფორმას: რუდიმენტული  თირკმელი (დისპლაზირებული) და ჯუჯა თირკმელი, ნეფრონების ნორმალური აგებულების ფონზე მათი რაოდენობის შემცირებით. ჰიპოპლაზირებულითირკმლის სისხლმომარაგება არასაკმარისია, რაც არცთუ იშვიათად რთულდება ნეფროგენული ჰიპერტონიით. 
ჰიპოპლაზირებული თირკმელში ვითარდება ყველა ის დაავადება, რაც შეიძლება განვითარდეს ნორმალურად ფორმირებულ თირკმელში.