სლინგი რგოლებით

სლინგი რგოლებით არის გრძელი შარფი, დაახლოებით 2 მ-მდე სიგრძეში და 70 სმ-მდე სიგანეში. ქსოვილის ერთ ბოლოში მიკერებულია რგოლები, მეორე ბოლო კი ტარდება რგოლში ბავშვის მოთავსებისა და სლინგის ზომის რეგულირებისათვის. რგოლებიან სლინგში ბავშვის ტარება შესაძლებელია წოლით მდგომარეობაში, ვერტიკალურად, თეძოზე ან ზურგზე. სლინგს ატარებენ მონაცვლეობით სხვადასხვა მხარზე, აუცილებელია მხრების ჩანაცვლება.