November 30, 2013

კვებითი ალერგია და ძუძუთი კვება

კვებითი ალერგია და ძუძუთი კვება

უახლესი კვლევების მიხედვით ბავშვებში კვებითი ალერგიის პრევენცია შესაძლებელია ორი გზით:
·         ბავშვის კვებით რაციონში მყარი საკვების დამატება უნდა მოხდეს ძუძუთი კვების პერიოდში
·         მყარი საკვების მიცემა უნდა მოხდეს არა უადრეს 17 კვირისა


მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ მყარი საკვების მიცემა ძუძუთ კვებასთან ერთად ამცირებს კვებითი ალერგიის განვითარების რისკს. დედის რძე განაპირობებს მყარი საკვების მიმართ ტოლეროგენული მექანიზმების ჩამოყალიბებას.
გარდა ამისა კრიტიკული პერიოდს წარმოადგენს სწორედ 17 კვირა. ამ დრომდე მყარი საკვების მიცემა ხელს უწყობს ალერგიული დაავადების განვითარებას, ამ დროის შემდეგ კი პირიქით ტოლერანტობის ჩამოყალიბებას, ამის უკანასკნელის მიზეზად კი მეცნიერები საჭმლის მომნელებელი სისტემის უმწიფრობას ასახელებენ.
კვლევებზე დაყრდნობით ამერიკის პედიატრთა აკადემია იძლევა რეკომენდაციას, გაგრძელდეს ძუძუთი კვება, სანამ ბავშვის რაციონში მყარ საკვებს დავამატებთ.

____________________________________________