ლიპიდური ცვლის მაჩვენებლები

ლიპიდური ცვლა ანუ ლიპიდების მეტაბოლიზმი წარმოადგენს რთულ ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში და მოიცავსლიპიდების დაშლასა და შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მათ ტრანსპორტს ნაწლავებიდან ქილომიკრონების საშუალებით, ტრიგლიცერიდების, ფოსფოლიპიდების, ქოლესტერინის ცვლას, ლიპოგენეზს, ლიპოლიზს, ცხიმოვანი მჟავების კატაბოლიზმს.