ანგიოგრაფია
ანგიოგრაფია (ბერძ. angeion სისხლძარღვი + grapho წერა, ასახვა, სინონიმი: ვაზოგრაფია) სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევაა რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. განასხვავებენ არტერიოგრაფიას(არტერიების ანგიოგრაფია), ვენოგრაფიას/ფლებოგრაფიას (ვენების ანგიოგრაფია) დალიმფოგრაფიას (ლიმფური ძარღვების ანგიოგრაფია).
შესაძლებელია ჩატარდეს ზოგადი ან შერჩევითი, სელექტიური ანგიოგრაფია. ამ უკანასკნელის დროს ხდება სისხლძარღვის ცალკეული ნაწილების შესწავლა. გარდა ჩვეულებრივი ანგიოგრაფიისა, შემუშავებულია ასევე გამოთვლითი ანგიოგრაფიისმეთოდი, რომლის დროსაც შესაძლებელია რენტგენის სურათის კომპიუტერული დამუშავება და დამატებითი ინფორმაციის მიღება სისხლძარღვების მდგომარეობისა დაჰემოდინამიკის შესახებ.
რენტგენოკონსტრასტული ნივთიერების შეყვანა ხდება სისხლძარღვის პუნქციის ანკათეტერიზაციის გზით. ანგიოგრაფიისას გამოყოფენ არტერიულ, კაპილარულ დავენოზურ ფაზას. არტერიული ფაზის ხანგრძლივობისა და საკონტრასტო ნივთიერებისსისხლძარღვიდან გამოსვლის მიხედვით მსჯელობენ რეგიონარულ ჰემოდინამიკაზე.
ანგიოგრაფია გამოიყენება სისხლძარღვების დაავადებებისა და განვითარების ანომალიების დიაგნოსტირებისათვის, ასევე სიმსივნური, პარაზიტული და სხვადასხვა ორგანოების დაზიანების გამოსავლენად. ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა შევისწავლოთ სისხლძარღვების ტოპოგრაფიულ ანატომიური თავისებურებები, მათი ფუნქციური მდგომარეობა, სისხლის ნაკადის სიჩქარე, კოლატერალური სისხლის მიმოქცევა.
ანგიოგრაფიის ჩატარების უკუჩვენებებია: ავადმყოფის ზოგადი მძიმე მდგომარეობა, ფსიქიკური დარღვევები, გულის, ღვიძლის, თირკმლების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევები, რენტგენოკონტრასტული ნივთიერების აუტანლობა. გართულებებს შორის უნდა აღინიშნოს ალერგიული რეაქცია რენტგენოკონტრასტულ ნივთიერებაზე, გულისრითმის დარღვევები, პუნქციის შემდგომი სისხლდენა სისხლძარღვიდან, ჰემატომა,სპაზმი და სისხლძარღვების თრომბოზი.
შესაძლებელია ჩატარდეს:
- ცერებრული ანგიოგრაფია (საძილე, ხერხემლის არტერიების ანგიოგრაფია)
- აორტოგრაფია (გულმკერდის და მუცლის აორტის ანგიოგრაფია)
- ანგიოკარდიოგრაფია (გულის ღრუებისა და მაგისტრალური სისხლძარღვების ანგიოგრაფია)
- ვენტრიკულოგრაფია (გულის ღრუების გამოკვლევა)
- ანგიოპულმონოგრაფია (ფილტვის არტერიებისა და მისი ტოტების ანგიოგრაფია)
- ბრონქიალური არტერიოგრაფია
- თირკმლის არტერიო- და ვენოგრაფია
- პერიფერიული არტერიოგრაფია
- კავაგრაფია