თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა

თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევით ფასდება  თირკმლების მდებარეობა, კონტურები, ზომები, ფორმა, სტრუქტურა და პარენქიმის მდგომარეობა, წარმონაქმნის არსებობა.
თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა

თირკმლებისა და თირკმელზედა ჯირკვლის  ულტრაბგერითი გამოკვლევა ინიშნება ასევე მაღალი არტერიული წნევის დროს, რომლის რეგულირებაც ვერ ხერხდება მედიკამენტოზური მკურნალობით.
თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება შემდეგი პათოლოგიები:
შარდკენჭოვანი დაავადების დროს შესაძლებელია აღმოჩნდეს თირკმლისკონკრემენტები და დამახასიათებელი საშარდე გზების გაფართოება, დგინდება კენჭების ზომა, მათი მდებარეობა. თირკმლის ქვები ულტრაბგერითი გამოკვლევისასჰიპერექოგენური ოვალური ფორმის წარმონაქმის სახით ვლინდება და ხშირად იძლევა აკუსტიკურ ჩრდილს. თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნეს თირკმლის სტრუქტურა, კერძოდ კი სისხლძარღვები, ცხიმოვანი ქსოვილი, ფიალების კედლები, რომლებიც არცთუ იშვიათად ახდენს კონკრემენტების  იმიტირებას და შარდკენჭოვანი დაავადების არასწორ დიაგნოსტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ 4 მმ-ზე ნაკლები ზომის კენჭების აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოზს.
ულტრაბგერითი გამოკვლევა იძლევა საშუალებას გამოვლინდეს თირკმლიდანშარდის პასაჟის დარღვევის მიზეზი:
თირკმლების დაზიანება
თირკმლების დაზიანების დროს აღინიშნება ჰემატურია, წელის არეში ტკივილი, შოკი. ასეთ დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევათირკმლისდაზიანებაზე მიუთითებს:
  • სუბკაფსულური ჰემატომა
  • თირკმლის მძიმე ტრავმისას აღინიშნება არამკვეთრი კონტურების, როგორც წესი დაბალი ექოგენობის მქონე უბნის არსებობა
მწვავე პიელონეფრიტის დროს ულტრაბგერითი გამოკვლევაზე აღინიშნება დაზიანების მხარეს თირკმლის ზომების მომატება, მენჯ-ფიალოვანი სისტემის მცირე გაფართოება, კორტიკო-მედულარული დიფერენციაცის წაშლა, თირკმლის პარენქიმისექოგენობის დაქვეითება, იშვიათად მატება. თუმცა სამწუხაროდ აღნიშნული ექოსკოპიური ნიშნები პაციენტთა მხოლოდ 20-25%-ში ვლინდება, დანარჩენ შემთხვევებში დიაგნოზი ისმება კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
თირკმლის პარენქიმის აბსცესი ვლინდება ექოგენობის კეროვანი დაქვეითებით, არამკვეთრი საზღვრებით.  მცირე ზომის აბსცესები ხშირ შემთხვევაში არ ისაზღვრება.
თირკმლის ვენის დათრომბვისას, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს დიბაეტური ნეფროპათია, გლომერულონეფრიტითირკმლის სიმსივნე, შემაერთებელქსოვილოვანისისტემური დაავადებაულტრაბგერითი გამოკვლევისას აღინიშნება თირკმლისზომებში მატება, დაავადების ადრეულ სტადიებზე მომატებული ექოგენობა, პარანეფრალურ სივრცეში სითხის არსებობა, თირკმლის ვენაში თრომბის არსებობა. ადრეულ სტადიაზე თრომბის აღმოჩენა შესაძლებელია ფერადი დოპლეროგრაფიისმეშვეობით, მოგვიანებით კი ვლინდება ექოგენური სტრუქტურის სახით.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევითშესაძლებელია გამოვლინდეს:  თირკმლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებითირკმლის კისტები, თირკმლისა და შარდსაწვეთის განვითარების ანომალიები და სხვა.