პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები – ეტიოლოგია, რისკფაქტორები 
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები ძირითადად მოიცავს პერიფერიული არტერიების მაოკლუზირებელდაავადებებს.არტერიების ოკლუზიას განაპირობებს მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი,სისხლძარღვების ანთებითი ცვლილებები (ვასკულიტი), რაც თავის მხრივ იწვევს სისხლძარღვის სტენოზს, ემბოლიას,თრომბის წარმოქმნას, შედეგად კი აღინიშნება მწვავე ან ქრონიკული იშემია, დაზიანებული სისხლძარღვის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგების დარღვევა.

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები ხშირად აღინიშნება ჭარბწონიან პირებში, ასევე რისკფაქტორებს მიეკუთვნება მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე,  შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, მამრობითი სქესი, ასაკი 50 წელზე მეტი, ოჯახური ანამნეზი, ცხოვრების არაჯანსაღი წესი: მოწევა, დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველი საკვების მოხმარება.