სისხლძარღვების ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების დროს ისევე როგორც გულის იშემიური დაავადებისას უმეტეს შემთხვევაში მიზეზი სისხლძარღვების ათეროსკლეროზულიდაზიანებაა. სისხლძარღვის შიდა კედელზე ლაგდება ათეროსკლეროზული ბალთები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად ფარავენ სისხლძარღვის სანათურს და შესაბამისად იწვევენ სტენოზს ან ოკლუზიას, ამის შედეგად კი სისხლძარღვის შესაბამისი უბნის იშემიურდაზიანებას. სისხლძარღვის სანათურის გაფართოების მიზნით გამოიყენება ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება, როგორც პერიფერიული (კიდურების, თირკმლების, მუცლის ქვედა არტერიებში), ისე კორონარული არტერიების შემთხვევაში.
სისხლძარღვის ენდოვასკულურ მკურნალობამდე აუცილებელია სისხლძარღვისათეროსკლეროზული დაზიანების შეფასება, ამის საშუალებას იძლევა ანგიოგრაფიაკონტრასტული ნივთიერების გამოყენებითა და რენტგენოლოგიური კონტროლით. თუსისხლძარღვის ათეროსკლეროზული დაზიანება ძლიერადაა გამოხატული და აღინიშნება კალციუმის ჩანართები, თრომბების წარმოქმნა ან სისხლძარღვი მიდრეკილია სპაზმებისაკენ, ასეთ შემთხვვეაში ანგიოპლასტიკის ჩატარება პრობლემურია და დგება დაზიანებულისისხლძარღვის შუნტირების საკითხი.
ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება