სპირომეტრია
სპირომეტრია წარმოადგენს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ბაზისურ მეთოდს, რომლის შედეგებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. გარდა ამისასპირომეტრიის მონაცემები იცვლება მთელი რიგი სხვა პათოლოგიების, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს და ახასიათებს მათ გავლენას სასუნთქ ფუნქციაზე. პათოლოგიური პროცესის გამოვლენის შემდეგ კი განმეორებითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა დინამიკაში და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა. სპირომეტრიის ჩატარება საჭიროა ანესთეზიის ან კარდიო-ვასკულური ქირურგიის წინ პრეოპერაციულად რისკის შეფასების მიზნით. სპირომეტრია იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ფილტვის ობსტრუქციულ და რესტრიქციულ დაავადებებს შორის დიფერენციალური დიაგნოზის გატარება.