ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია


ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიატარდება მუცლის არეში ტკივილის, ღებინების, გულძმარვის, ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში.  საუკეთესო სადიაგნოსტიკო მეთოდს წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის მიზეზის დასადგენად, ტარდება ასევე საყლაპავზე, კუჭზე, თორმეტგოჯა ნაწლავზე ოპერაციის ჩატარების შემდეგ გართულებების დროულად აღმოჩენის მიზნით