პერიფერიული არტერიების დილატაცია და სტენტირება

პერიფერიული არტერიების დილატაციისა და სტენტირების დროს ხდება კიდურების სისხლძარღვების ენდოვასკულური გაფართოება ბალონური ანგიოპლასტიკისა და სისხლძარღვშიდა სტენტის ჩადგმის მეშვეობით, რენტგენოლოგიური კონტროლით. პროცედურა ნაჩვენებია პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, არტერიის ლოკალური შევიწროებისა და ოკლუზიის დროს.