ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობა
ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობა კომპლექსური ღონისძიებებია, რომლებიც მოიცავს კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებს. ვენური სისტემის დაავადებებს მიეკუთვნება ქვემო კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც შეიძლება გართულდესფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით. ვენური სისტემის დაავადებებისმკურნალობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე, დაავადების სიმძიმეზე. ვენური სისტემის დაავადებების მკურნალობის არაოპერაციულ მეთოდებს მიეკუთვნება კომპრესიული და მედიკამენტოზური მკურნალობა,სკლეროთერაპია, ქირურგიული მეთოდები კი მოიცავს: თრომბექტომიას, ფლებექტომიას,კავა ფილტრის იმპლანტაციას.