ქათმის გრიპი

ქათმის გრიპის გამომწვევი ვირუსის  ბევრი სხვადასხვა  სახეობაა ცნობილი, თუმცა მეცნიერებისა და ექიმების შეშფოთებას იწვევს: H5N1. ვირუსის გადაცემა ხდება გარეული ფრინველებისაგან შინაურ ფრინველებზე, რაც იწვევს მათ დაღუპვას. ადამიანზე ქათმის გრიპის გადაცემა  ხდება ფრინველის ნერწყვის, გამონაყოფების, ზოგ შემთხვევებში კი ფერმერული ხელსაწყოების მეშვეობით. ვირუსის გადაცემა არ ხდება მომზადებული ფრინველის ხორცის მირთმევით, რადგან საკმარისი თერმული დამუშავებისას ქათმის გრიპის ვირუსი იღუპება. ქათმის გრიპის მიმართ ადამიანის  იმუნური სისტემა დაუცველია, რის გამოც მაღალია ლეტალობა.